ზურაბ ცხვიტარია: მივმართავთ,დღეს არსებული რუსული სინოდის ყოველგვარ ზღვარსგამცდარ ეგზარქოს სტეფანეს! დროა შეჩერდეთ!!!

“მივმართავთ,დღეს არსებული რუსული სინოდის ყოველგვარ ზღვარსგამცდარ ეგზარქოს სტეფანეს! დროა შეჩერდეთ!!!წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს არაკანონიკურ გადაწყვეტილებასთან ერთად,(ძალიან მალე) სამართლიანი გადაწყვეტილებით შეგაჩერებთ სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა,სადაც მკაცრად მოგიწევთ პასუხისგება,თქვენს მიერ, ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებებზე,რაც თქვენი ეგზარქოსობის მოკლე პერიოდში (შეგნებულად) გაქვთ ჩადენილი ჭყონდიდის წმინდათა-წმინდა ეპარქიაში:მართალ მამათა,დედათა,ბერთა და მრევლთა მიმართ! მოგიწოდებთ,უკან წაიღოთ თქვენი არაკანონიკური გადაწყვეტილება მართალ მამათა წინააღმდეგ გამოტანილი და ასევე,თქვენი სულის გადასარჩენად,განაგდოთ ეგზარქოსობა და ასევე,თქვენს მიერ ჩადელილ მრავალ ცოდვათა გამო, სიცოცხლის ბოლომდე განმარტოებაში,მიეცეთ სინანულს! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენის მსგავს რუს ეგზარქოსებს შიოლაშვილის მეთაურობით,(ძალიან მალე)განაჩენს მართლმადიდებელი საქართველო გამოგიტანთ. სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სახელით,საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საგანგებო რწმუნებული საქართველოში” – წერს ზურაბ ცხვიტარია.

banner
წინა სტატიაშიმამა დანიელი: სტეფანეს განცხადებებს და დებულებებს ჩვენ არ ვღებულობთ,  ფარატინა ქაღალდად მიმაჩნია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: აკაკი ნემსაძეს თავი არ მოუკლავს და ის მოწამლეს