“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი… [კლინიკიდან გაწერის] გადაწყვეტილება მიიღება მკურნალი ექიმის მიერ… მასთან შევიდა მკურნალი ექიმი, გაესაუბრა და ჩააყენა საქმის კურსში. მე რამდენადაც ვიცი, მან ძალიან მშვიდად მიიღო [გადაყვანის შესახებ] ინფორმაცია”- ამბობს TV პირველთან საუბრისას კლინიკა ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე
ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, “ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა”, რის გამოც ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მთავართან საუბრისას სააკაშვილის დედა ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია: “არაფერი არ ვიცი, ახლა გავიგე, რუსთავში გადაიყვანესო. არავის არ გაუსინჯავს ბოლო დღეებში, მე ეგ არ ვიცი. ვინ დაწერა ეგ დასკვნა, არ ვიცი. მსგავსი არაფერი გამიგია”

















