ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემის სრულად დამორჩილების შემდეგ, საკონსტუტიციო სასამართლო ბოლო ბარიერი იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“ ჩაიგდოს

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს" - ზურაბ ჭიაბერაშვილიერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემის სრულად დამორჩილების შემდეგ, საკონსტუტიციო სასამართლო ბოლო ბარიერი იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“ ჩაიგდოს.
„ საკონსტუტიციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს მართლაც ძალიან დიდი ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია. თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მთელი ამ თვეების და წლების განმავლობაში თვითონ საკონსტუტიციო სასამართლოს მოსამაართლეები არაერთხელ გახდნენ ღია შეტევის მსხვერპლნი, როდესაც მათ სახლებთან ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ დაქირავებული ადამიანები შეტევებს აწყობდნენ.
ზოგადად, ქვეყნისათვის სავალალოა როდესაც სასამართლო სისტემა სრულად მორღვეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ და ამას პირდაპირი გავლენა აქვს როგორც ადგილზე ჩვენ წინასაარჩევნნო გარემოზე, ისე ქვეყნის რეპუტაციაზე ჩვენ საზღვრებს გარეთ. ამიტომ, ბუნებრივია ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

ყველაფერი 8 ოქტომბერს დასრულდება, როდესაც ქართველი ამმრჩეველი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ წარსულში გაისტუმრებს და ჩვენ ყველა სისტემის თავიდან აწყობა და დალაგება მოგვიწევს. მათ შორის სასამართლო სისტემისაც.“

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ტელეარხ «Россия 1»-ის ოპერატორი მოკლეს
შემდეგი სტატიამთავრობამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა