ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელისუფლება ვერ უშველის

“ევროპული საქართველოს” მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტიდან მხოლოდ ერთი ინიციატივის არასრულფასოვნად განხორციელება – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის ინიციატივას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელისუფლება ვერ უშველის.

„კითხვა არის ორი, როდესაც დასაბეგრი ზღვარი აიწია 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე მცირე ბიზნესისთვის, შეეხება თუ არა ეს იმ ძალიან მნიშვნელოვან გადასახადს, როგორიც არის დამატებითი ღირებულების გადასახადი. თუკი მთავრობა აღარ ელის მცირე ბიზნესისგან გადახდილი გადასახადებისგან რაიმე ფისკალურ ეფექტს ბიუჯეტში, რატომ არ განულდა საერთოდ ეს გადასახადი,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილაშა ტუღუში : უსამართლო კანონი აზარალებს არა მხოლოდ კერძო ტელევიზიებს, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც
შემდეგი სტატიასასტუმრო ,,გაბიდანში” ხანძარია