„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროკავშირთან – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ ჩვენი ერთიანობით, შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლაც და მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის 14 მილიარდიანი დახმარება.“ – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროკავშირთან – უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს. არავის არ ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, უბრალოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აიძულებს ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ ჩვენი ერთიანობით და რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლაც და მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის ის 14 მილიარდიანი დახმარება, რომელიც წამოვა საქართველოსკენ, რომ აქ საქართველოში იყოს ევროპული ტიპის კეთილდღეობა.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა