ზურაბ ჭიაბერაშვილი : კონგრესმენების აქტიურობა კიდევ ერთი სიგნალია, რომ არავინ აპირებს 8 მარტს მიღებული შეთანხმება, ვინმემ თაროზე შემოდოს

admin
ავტ.: admin მაისი 7, 2020 13:10

ზურაბ ჭიაბერაშვილი : კონგრესმენების აქტიურობა კიდევ ერთი სიგნალია, რომ არავინ აპირებს 8 მარტს მიღებული შეთანხმება, ვინმემ თაროზე შემოდოს

კონგრესმენების აქტიურობა კიდევ ერთი სიგნალია, რომ არავინ აპირებს 8 მარტს მიღებული შეთანხმება, ვინმემ თაროზე შემოდოს,- ამის შესახებ შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესმენთა რიცხვის ზრდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ, იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანის იმიჯი შელახულია.

„როცა კონგრესმენების რიცხვი, რომელიც უერთდება ასეთ მოთხოვნას, იზრდება, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საბოლოო ჯამში ეს აღქმულია როგორც საქართველოს პრობლემა, ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ საქართველოს არ აქვს ის იმიჯი, რაც მას წლების წინ ჰქონდა. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ამის ინდიკატორი არის ის, რომ კიდევ ერთი კონგრესმენი დაემატა ამ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს სანქციებს, ის პირველ რიგში სანქციებს იმსახურებს ქართველი ხალხის მხრიდან, მაგრამ აქ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ყოველი დღე კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ძალიან ცუდ და არასასიამოვნო იმიჯს ქვეყნისას,“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნის რეპუტაციაზე იმ მოვლენები მოქმედებს, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარდება.

„ეს პირდაპირ უკავშირდება თუნდაც იმ მოვლენებს, რაც ვითარდება ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ გადაადგო ქართველი ხალხი, როცა ივნისში დაპირდა ამას. ბუნებრივია, პარტნიორები დაინტერესებულნი არიან, რომ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე, რაც მათი ძალისხმევით მოხდა კიდეც, მთავარია ახლა ამის იმპლემენტაცია მოხდეს და კონგრესმენების აქტიურობა კიდევ ერთი სიგნალია, რომ არავინ აპირებს 8 მარტს მიღებული შეთანხმება, რაც აშშ-ის და ევროკავშირის შუამავლობით მოხდა, ვინმემ თაროზე შემოდოს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ საქართველოს განვითარება არის ჩვენი პარნტიორების ინტერესებში,“- აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

admin
ავტ.: admin მაისი 7, 2020 13:10

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics