ზურაბ ჭიაბერაშვილი ხათუნა სამნიძეს პასუხობს

„არ შეიძლება ზოგადი დაუსაბუთებელი საუბარი ფაქტების გარეშე. ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“ და თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული, სხვაგვარად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდის წისქვილზე ვასხამთ წყალს.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივანის, ზურაბ ჭიაბერაშვილის პასუხი ხათუნა სამნიძის განცხადებაზე;

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით – „ყველა, ვინც განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანობა, სამწუხაროდ ნებსით თუ უნებლიეთ, ამით ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ შეიძლება ზოგადი დაუსაბუთებელი საუბარი ფაქტების გარეშე. თუ კი ხდება რაიმე ფაქტი, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დადასტურებულია და ყველამ იცის ბუნებრივია, შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დაუსაბუთებლად საკუთარი თანამებრძოლების მიმართ ხელის გაშვერა ამ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა განსაკუთრებული ცინიზმით გვებრძვის, ჩემი აზრით სრულიად გაუმართლებელია.

განვლილი თვე ნახევრის განმავლობაში მე რვა ქვეყანაში ვიყავი, ბრიუსელშიც ვიყავი და კიდევ 7 ქვეყნის დედაქალაქში და ჩემი ქვეყნის ვიზიტების ამოცანა ზუსტად ის იყო, რომ ქვეყანას სტატუსი მიიღოს. მსგავსი წუხილი მე არ მომისმენია და არ მომისმენია, უფრო პირიქით, უკლებლივ ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს იმას, რომ ამ შემთხვევაში, ამ ძალიან მნიშვნელოვან სიტუაციაში „ქართული ოცნების“ საბოტაჟის ფონზე, პროდასავლური ოპოზიცია იქცევა მაღალი შეგნებით და იქცევა ისე, როგორც ჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს მესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და ამიტომაც ვამბობ, რომ პირველი – ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“ და მეორე – თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული, სხვაგვარად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდის წისქვილზე ვასხამთ წყალს.“ – ასე გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილი ხათუნა სამნიძის განცხადებას

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით – ჰერჩინსკი
შემდეგი სტატიაარცერთი ქვეყანა არ უნდა აღმოჩნდეს ისეთი ვითარების წინაშე, როცა არსებითი ინფრასტრუქტურის დაფინანსების ერთადერთი ვარიანტი მისი მომავლის გაყიდვაა – ლაიენი