ზურაბ ჭიაბერაშვილი: გაზის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ბევრი მოქალაქის ცხოვრებას

“ქართული ოცნების” დაპირებული კეთილდღეობის ნაცვლად სახეზეა ცხოვრების გაძვირება,” – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში ბუნერივი აირის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

გაზის ტარიფის გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის.

ფასებზე წლიურმა ზრდამ ივნისში, ვიდრე ბუნებრივი აირის საფასური გაიზრდებოდა, 7,1% შეადგინა. გაზის ტარიფის მატება იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც სასურსათო მაღაზიებში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, კიდევ შეიძლება გაძვირდეს.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება. “საქსტატის” მონაცემებით, 2017 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 30 ლარით გაიზარდა.

რა არის გამოსავალი?

გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: მე კალაძე, არ მომწონს
შემდეგი სტატიააშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი დაიწყო