ზურაბ ჭიაბერაშვილი: ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის სრული კრახი

“ის, რაც ყირგიზეთის პრეზიდენტმა ახლა ავლაბრის რეზიდენციაში ილაპარაკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის სრული კრახი.” ასე ეხმაურება “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ალმაზბეკ ატამბაევმა ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ომი არ არის გამოსავალი და ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას და კონფლიქტში ერთი მხარე არასდროს არ არის დამნაშავე:
“ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. ომი არ არის გამოსავალი. ჩვენც გვქონდა პრობლემები, ორი რევოლუცია გამოირა ყირგიზეთმა 2005 და 2010 წლებში, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში. სამხედრო გზამ შესაძლოა, ჩიხური სიტუაცია გამოიწვიოს. ერთი მხარე არასდროს არ არის დამნაშავე. სიამაყეზე უნდა გვეთქვა უარი და არ უნდა მიგვეყვანა ამ სიტუაციამდე მდგომარეობა, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, თუმცა ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”,-აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში თოვლია მოსალოდნელი- 14-15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი