ზურაბ ჭიაბერაშვილი : ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ამ მთავრობას

„ევროპული საქართველო“ ამ მთავრობას მხარს ვერ დაუჭერს – განაცხადა პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ჭიაბერაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძეც პასუხისმგებელია იმ წარუმატებელ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელმაც ქვეყანაში გაჭირვება და სიღარიბე მოიტანა. “ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ამ მთავრობას. ბატონი ბახტაძე ისევეა პასუხისმგებელი იმ წარუმატებელ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელმაც ქვეყანაში გაჭირვება და სიღარიბე მოიტანა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ხელქვეითი. იმის გამო, რომ ამ მთავრობის არსი არ იცვლება და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითების მთავრობა, შეუძლებელია, რომ ნებისმიერმა ასეთმა ცვლილებამ რაიმე სარგებელი მოუტანოს ქვეყანას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხიში საბავშო ბაღების მშენებლობა სრულდება
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების შესაძლო გაერთიანებაზე – არ მგონია, რომ ეს შეუძლებელი იყოს