ზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიუჯეტში საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ 1 იანვრიდან პენსია 50 ლარით გაიზარდოს

პარლამენტის ბიურო მიმდინარე კვირის სამუშაო გრაფიკზე მუშაობს. დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ კვირაში უნდა დაამტკიცონ და ამისთვის საჭირო გახდება ქუთაისში პლენარული სხდომის ჩატარება. სავარაუდოდ მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კანონმდებლები პარასკევს მიიღებენ.

“ბიუჯეტში საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ 1 იანვრიდან პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ მთავრობას გაღარიბებისკენ მიყავს ქვეყანა და სწორედ ამ 3 წლის განმავლობაში, ბიუროკრატის ხარჯი გაზრდილია 456 მილიონით”, – განმარტა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: სახელმწიფოს თავისი ფუნქციები და მოვალეობები აქვს, ეკლესიას კი – თავისი