ზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სცენაზე დამატებითი პაიკები გამოიყენა

ქიბარ ხალვაშის მიერ ბრიფინგზე გამოთქმულ მოსაზრებებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა  დამატებითი პაიკები გამოიყენა.

“სწორედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ამაზე ლაპარაკი, მან სცენაზე დამატებითი პაიკები გამოიყენა, ერთი ჰყავდა ქიბარ ხალვაში, გამოჩნდნენ სხვები, კარგია, რომ გამოვიდნენ, რადგან თუ ერთ ადამიანს მაინც ეჭვი ეპარებოდა, რომ ამის უკან ბიძნა ივანიშვილი იდგა გუშინდელი გადაწყვეტილებით მათ ცხადი გახადეს, რომ მათ მოვლენების ესკალაცია უნდათ და საკითხები პარლამენტიდან, სასამრთლო დარბაზებიდან ქუჩაში გადატანა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილები
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე მზადაა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შეხვდეს