ზურაბ ჭიაბერაშვილი : 31 ოქტომბერი გარდამტეხი ცვილელებების დღეა!

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს მოსახლეობაში ხშირად ისმის, რომ ადამიანები თავიანთ საარჩევნო ხმას მატერიალური საგნების სანაცვლოდ ყიდიან.

ჭიაბერაშილის თქმით, ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი ხალხს მხოლოდ იმას უჩიჩინებს, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს და ცდილობს, რომ ხალხში უიმედობა და გულგატეხილობა დათეოსოს.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, სწორად ამგვარი პოლიტიკაა სახიფათო და თუკი ადამიანებში არა უიმედობას, არამედ იმედს გააჩენ, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი ცვლილებების საწინდარი.

„ყველა წინსაარჩევნო შეხვედრაზე მესმის მოქალაქეების გულისტკივილი, რომ ზოგიერთი თავის საარჩევნო ხმას, რომელმაც ქვეყნის მომდევნო 4-წლიანი ცხოვრება უნდა განსაზღვროს, რაღაცის – 3 კილო კარტოფილის, 20 ლარის, 3 ლიტრიანი ლუდის – სანაცვლოდ ყიდის.

რატომ შეიძლება ადამიანმა ასეთი ნაბიჯი გადადგას?

ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი მხოლოდ იმას უჩიჩინებს ხალხს, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს, რომ ყველა ერთი ნაგავია, გლეხისთვის სიკეთეს არავინ მოიტანს. ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მიზანია, ხალხში უიმედობა და გულგატეხილობა დათესოს.

თუ ამას მიაღწევენ, მერე ზოგიერთები, რა თქმა უნდა, იფიქრებენ: აბა, თუ მაინც არაფერი შეიცვლება, ეს 20 ლარი ან ეს 4 კილო ხახვი რაღატომ დავკარგოო და ამ უიმედობის ფონზე ყიდიან საკუთარ ხმასაც და, საბოლოოდ, მთელი საზოგადოების უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც.

ამიტომაა სახიფათო, ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” ამ უიმედობის თესვაში ავყვეთ და ჩვენც ვიძახოთ “გლეხი კაცითვის არავინ არის”. ჩვენ თუ ამას ვიმეორებთ, მაშინ ამით ივანიშვილის თამაშს ვუწყობთ ხელს.

პირიქით, სწორედ ადამიანებში იმედის გაჩენა გახდება იმ გარდამტეხი ცვლილებების საწინდარი, რაც ქვეყანას და ყოველ ოჯახს წინ წაიყვანს.

31 ოქტომბერი გარდამტეხი ცვილელებების დღეა!.“ – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარული ოლქში 69%-ით “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს – Survation-ის კვლევა
შემდეგი სტატიანიკა მელია : როგორც არასოდეს, ვარ ამაყი და სავსე მაქვს გული სიამაყით