“ზურაბ ჭანკოტაძე არ არის ერთადერთი, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის საქართველოს ფინანსური სანქციები დაეკისრა”

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი"ქრონიკა +"-ის ოფისში მიიტანა უკვე დააკავეს

ზურაბ ჭანკოტაძის საქმე არ არის სამწუხაროდ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო საქართველოს მხარეს ფინანსური სანქციები დაეკისრა. ამის შესახებ სტრასბურგში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხდა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, 2004-2012 წლებში საქართველოს მიმართ რამდენიმე საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევა, როგორიც არის მე-6 და მე-5 მუხლები, მე-2 მუხლი, ასეთია ათეულობით გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, ერთ-ერთია ჭანკოტაძის საქმე, რომელიც 2004 წლის პერიოდს ეხება.

„კიდევ არის საქმეები, რომელიც მომავალშიც შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განსჯის ქვეშ მოქცეული და, სადაც დადგინდა ძირითადი მუხლების დადგენა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საქმე სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც სისტემატურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ამის გამო, საქართველოს მხარეს მოუწევს კომპენსაციების გადახდა. კომპენსაციები ერთია, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო საყურადღებოა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვისი უფლებებიც დაირღვა, ფინანსური კომპენსაცია უკვე ვერანაირი რეაბილიტაცია ვერ არის. ეს ვერ გადაწონის იმ უფლებების შელახვას, რაც მათ მიმართ ხდებოდა“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე გადაწყვტილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჭანკოტაძის სისხლის სამართლის დევნის შედეგად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. კერძოდ, სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი პარაგრაფი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ზურაბ ჭანკოტაძეს არამეტარიალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ასევე საქართველოს დაეკისრა 15 ათასი ევროს გადახდა ხარჯების კომპენსაციის სახით. ზურაბ ჭანკოტაძე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობას 2002 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე იკავებდა. ჭანკოტაძე 2004 წლის მარტში უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.

ზურაბ ჭანკოტაძე 2013 წლის 7 იანვარს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საქართველოს სამოქალაქო ავიაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ზურაბ ჭანკოტაძე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანი იყო. მის სახელს უკავშირდება აფხაზეთის ომის დროს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის კონფლიქტის ზონიდან უსაფრთხოდ გამოყვანა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩვენი გამოწვევაა NATO-ს მიმართ ნდობის საკითხი
შემდეგი სტატიათომას მელია საქართველოს პრემიერის განცხადებას მიესალმება