ზურაბ ბიგვავა: გახარია კიდევ ერთხელ გახდა ხელისუფლების და პარტიის მეხამრიდი დრო გვიჩვენებს ყველაფერს

“ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას ზოგიერთმა თანაგუნდელმა ტალახი მიაყოლა. შეიძლება უფრო უკადრებელიც იკადრონ, მაგრამ ის, არ იმსახურებს თანაგუნდელების სულმოკლეობას.
ეს, კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.
შემიძლია დავამატო: გახარია კიდევ ერთხელ გახდა ხელისუფლების და პარტიის მეხამრიდი.
დრო გვიჩვენებს ყველაფერს.
რაც შეეხება ნაცების და მათი განშტოებების სიხარულს, ჩემს მიერ საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს დატოვების გამო, ძალიან ნაადრევია.
მე, ფრაქცია დავტოვე არა ნაცმოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის გასაძლიერებლად, არამედ 2012-ში დაწყებული ბრძოლის მოსამთავრებლად. ხალხის დაკვეთა არ ყოფილა კოჰაბიტაცია. ხალხის მოლოდინი და დაკვეთა იყო: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკის აღორძინება და უმუშევრობის შემცირება, ეროვნული ღირებულებების პატივისცემა, პროკურატურის და სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია და დამოუკიდებლობა, ბიზნესის თავისუფლება(რომელიც მართლა თავისუფალია, როგორც არასდროს)… სამართლიანობის აღდგენა.
რაც შეეხება ოცნების გუნდს, მე იქ ბევრი მეგობრები დამრჩა და მინდა წარმატებები ვუსურვო. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო 2012-იანელებს, რომლებსაც ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზურგი აქცია და ისინი ჩაანაცვლა “პორტირებულებით”.
რაც შეეხება ნაცმოძრაობას და მის განშტოებებს, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში შევეცდები, ბოლო ლურსმანი ჩავაჭედო მათ პოლიტიკურ კუბოზე”-წერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზურაბ ბიგვავა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ბიგვავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული” საქართველო დატოვა.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია
შემდეგი სტატიაპარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს კენჭს უყრის