ზურაბ ბიგვავა “ოცნების” კანდიდატს – მართალია დღეს კონკურენტები ვართ, მაგრამ მე და შენ, გვაკავშირებს რამოდენიმე წლიანი მეგობრობა

“მინდა მივმართო ჩემს კონკურენტს, მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან ბატონ მინდია გაბისონიას. მე და შენ, გვაკავშირებს რამოდენიმე წლიანი მეგობრობა და რამოდენიმე წლიანი ერთობლივი პარტიული ბრძოლა. მართალია დღეს ვართ ერთმანეთის კონკურენტი, მაგრამ ხვალ როცა დამთავრდება არჩევნები, ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ცხოვრება და დავრჩეთ მეგობრებად. გთხოვ, გააკეთო რეაგირება იმ სამარცხვინო გამოხტომებზე, რასაც ქონდა ადგილი კურზუში არჩევნების დღეს, როცა შენმა მხარდამჭერებმა დაიწყეს დაყოფა კურზუელად და არა კურზუელად. ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მხარდამჭერებს.
რაც შეეხება ჩემს კავშირს კურზუსთან ცნობისთვის შეგახსენებ, რომ კურზუ ჩემი დედულეთია. დედაჩემი ბერიაა, ბებიაჩემი ფონიავა, დიდი ბებია ნაჭყებია, აშორტიები მამიდაშვილები და ა.შ.🤣 თუმცა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ტალერი და კურზუ გასული საუკუნის 90 წლების დაპირისპირებაში კი არ უნდა დავაბრუნოთ, არამედ ორივე სოფელი უნდა ამოვათრიოთ უმუშევრობიდან, ეკონომიური სიდუხჭირიდან და შესაძლებლობის ფარგლებში გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრება.
იმედია მოთოკავ შენი გუნდის წევრებს, რომლებიც გამოირჩევიან სიძულვილის ენით და სამწუხაროდ, მათშორის მერის წარმომადგენელი სოფელ კურზუში.
ნუ აყვებით სუსის მიერ შემოგდებულ ჭორებს.
ასევე მივმართავ ჩემს მხარდამჭერებს: ჩვენი ლოზუნგია: “არავის წინააღმდეგ, მხოლოდ საქმის კეთებისკენ”.
არ ჩაერიოთ უაზრო კამათში.❤
ვერთიანდებით.” – წერს სპარტია “საქართველოსთვის” მარტვილის საკრებულოს მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატი, ზაურ ბიგვავა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაპოლიციამ იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო