მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესს დააზიანებს. ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა ტვ პირველთან განაცხადა.
მისი შეფასებით, მაშინ როდესაც მმართველი გუნდი ვაშინგტონს პარტნიორობის აღდგენას სთავაზობს, ირანში გამგზავრება ამ სურვილთან წინააღმდეგობაში მოდის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო ნატო-ს სამიტს არ ესწრება.
„მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ელოდება და ხელს უწვდის აშშ-ს ურთიერთობების გადატვირთვაზე, ეს ფაქტი ნამდვილად არ წაადგება მათ ამ განწყობას და მათ ამ სურვილს. მაშინ, როდესაც ყაველაშვილი მიდის ირანში, საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ანკარაში რამდენიმე დღეში გასამართ ნატო-ს სამიტზე, სადაც პრეზიდენტი ტრამპი იქნება წარმოდგენილი და ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნები, უკრაინა, ავსტრალია და ა.შ.“, — აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.















