ზურაბ აზარაშვილი: ვცდილობთ, გარდაცვლილი ადამიანების, ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ

„აქ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ღამითაც. მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, გარდაცვლილი ადამიანების, ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. იცით, რომ მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ცხედარი არის დასახიჩრებული. იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი მაგალითად, დნმ-ს ანალიზია. სამწუხაროდ, დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ყოფნისას.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, შესაბამის უწყებებს, რამდენიმე დღე დასჭირდებათ, რომ სტიქიასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები დაიდოს.
„რაც შეეხება იმ დეზინფორმაციას, რომელიც ვრცელდება, თითქოსდა, ამ სტიქიის აცილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ქაცარავა: დრონის გაფრენაზე შეგვეწნიააღმდეგეთ, რომელიც თქვენ არ გაქვთ არსენალში და რომლის მახასიათებლები ძალზედ დაგეხმარებოდათ ძიების პროცესში
შემდეგი სტატიასტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობს – შსს