ზურაბ აზარაშვილი: თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევები, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სისტემა მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს, მათ შორის კორონავირუსის ახალი შტამის

როგორც მან აღნიშნა, “ომიკრონის” მიმდინარეობა პაციენტებში მსუბუქია და შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ გაზრდილა.

“1 000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის შემთხვევა. დადებითი, რაც შეიძლება ითქვას, ომიკრონის მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს გაზრდილი მნიშვნელოვნად ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერისა და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა”, – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი“ – ლაშა დამენია
შემდეგი სტატიაპოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა