ზურაბ აზარაშვილი-მშობიარობაზე

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდა აღარ მოუწიოთ“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პაციენტის თანაგადახდის შემცირება.

„მშობიარობასა და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით სამართლიანი ტარიფია განსაზღვრული. მშობიარობის ბიუჯეტი 45 მილიონიდან-62 მილიონამდეა გაზრდილი. შესაბამისად, 40 000 მშობიარობის შემთხვევაში,ჩვენ სამედიცინო დაწესებულებებს სამართლიანად ვუხდით.

ტარიფში ჩადებულია, კლინიკებისთვის გონივრული მოგების მარჟაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხიდან , ღირსეული ანაზღაურება სამედიცინო პერსონალამდე მივიდეს.

მშობიარობის გარდა სახელმწიფო სრულად აფინანსებს გართულებულ შემთხვევებსაც, ასევე ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგ: როგორიცაა რეანიმაცია. ეს ტარიფი თითოეული ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა 17 000-ლარამდე იყოს.

აღნიშნული თანხები ჩვენი მოგონილი არაა. ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. ვფიქრობთ, რომ დღევანდელ რეალობას ეს ტარიფები სრულად შეესაბამება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდა აღარ მოუწიოთ“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიდეო – ახალი უკრაინული კამიკაძე დრონის საცდელი ფრენის პირველი კადრები
შემდეგი სტატიაზურაბ აზარაშვილი: 2025 წლის ბოლოსთვის, საცხოვრებლით, საერთო ჯამში, 60 000 დევნილი ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული