ზურაბ აზარაშვილი: „2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“

„გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. 2023 წელს დავიწყეთ დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ახალი საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მოეწყობა. მშენებლობის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, წელს უკვე დაგეგმილია თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე ასეული ბინის გადაცემა. პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – 2022 წელს მოგვეცა მითითება, აღარ ვიმუშაოთ გელათში