ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მომდევნო შეხვედრა ივნის-ივლისში გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მომდევნი შეხვედრა ივნისში ან ივლისში გაიმართება.

აბაშიძე ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ამ საკითხზეც იქნება საუბარი.

“კარასინთან მომდევნო შეხვედრა ივნის-ივლისში გაიმართება. ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით. ჩვენ ვსაუბრობთ როდესაც ხდება გატაცებები საქართველოდან, ამ თემას გვერდს არ ვუვლით და გვაქვს საუბარი. უფრო დეტალურად, საგნობრივად ამ თემას ჟენევაში განიხილავენ და რამდენადაც მე ვიცი, ჟენევის ფორმატში, მომდევნო შეხვედრა ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება, სადაც აუცილებლად იქნება ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები დამტკიცდა
შემდეგი სტატიარუსეთმა “ევროვიზიისათვის” ფულის გადახდაზე უკრაინის გამო უარი განაცხადა