ზურაბ აბაშიძის თქმით, აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე კარასინთან შეხვედრისას სიტყვაც არ თქმულა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესახებ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე სიტყვაც არ თქმულა.
აბაშიძემ კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხზე შეთანხმდნენ.

„ამ თემაზე საერთოდ სიტყვა არ თქმულა. საუბარი გვქონდა 2011 წლის შეთანხმებაზე საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ. ასევე, შევთანხმდით, რომ ამ თვის ბოლოს გაიმართება შეხვედრა შვეიცარიაში. შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები რუსულ მხარესთან გაივლიან დარჩენილ ნიუანსებს და იმედია, ამის შემდეგ მალე გაფორმდება ხელშეკრულება. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საუბრებს. კარასინმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა, რომ მუშაობა მიმდინარეობს. სხვა არაფერი უთქვამს. საუბარი შეეხო ასევე სავაჭრო ეკონომიკური საკითხებს, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხებს, ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი არ განხილულა”, – განუცხადა “პირველს” ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე ლარის კურსის საკითხს განიხილავენ
შემდეგი სტატიათავდასხმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობზე – საბა უგრეხელიძეს 15 პირი სასტიკად გაუსწორდა