ზურაბ აბაშიძეს იური ლუჟკოვის თბილისში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს

მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის თბილისში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს. მისი თქმით მას ლუჟკოვთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონია.
„წარმოდგენა არა მაქვს, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია“ -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც ცნობილია, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისშია. ის გუშინ წირვას დაესწრო, რომელიც მამა სერაფიმემ აღავლინა. მოსკოვის ყოფილი მერი ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმეჯერაა ნამყოფი და ამით მას დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს კანონი.

banner
წინა სტატიაშიძლიერი სეტყვის შედეგად ახმეტის რაიონის სოფლები დაზარალდა
შემდეგი სტატიანავთლუღის ბაზრის ტერიტორია უნებართვო კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს