ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს.

“განიხილებოდა რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესთან და ამ ურთიერთობების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა”