ზურაბ აბაშიძე: შეთანხმებაში არავითარ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან პრაღის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. აბაშიძის თქმით, მხარეებს შორის მთავარი უთანხმოება 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„განვიხილეთ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი საბაჟო მონიტორინგის შესახებ. მე ხაზი გავუსვი, იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტირების და პოლიტიზირების გარეშე. ბოლო პერიოდში რუსეთში, ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომელიც აღნიშნული შეთანხმების პრინციპებს და არსს ეწინააღმდეგება. პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსული მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს შეთანხმების დებულებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული პროექტის ამოქმედებას“, – განაცხადა გრიგოლი კარასინმა.

კონკრეტულად რა ინტერპრეტაციებზეა საუბარი და რაშია მთავარი უთანხმოება – ამ კითხვაზე აბაშიძე ახსენებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის თავად კარასინის რუსულ პრესასთან გაკეთებულ განცხადებებს.

„კომენტარები, რაც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა ოფიციალური პირების დონეზე, კონკრეტულად, იქ საუბრობდნენ, ე.წ. საბაჟო საზღვრებზე – საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმებაში არავითარ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის. საუბარია ტერმინალებზე, რომელიც უნდა განლაგდეს, სავაჭრო დერეფნების შესასვლელებსა და გასასვლელებში და ამ ტერმინალებზე უნდა იმუშაონ შვეიცარიული კომპანიის მონიტორებმა. ამავე დროს ეს არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის და იქ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მოხსენიებული არ არის. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი მომენტებია“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ შვეიცარიული კომპანიის მოვალეობა იქნება ტვირთების აღნუსხვა.

„შვეიცარიული კომპანიის მოვალეობაა მხოლოდ აღნუსხვა იმ ტვირთის, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებში გადაადგილდება აღნიშნული დერეფნებით, თორემ ის თუ, რა ტვირთი გაივლის დერეფნებში ეს უკვე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. ასე რომ ხაზგასმით ვაცხადებ, ამ მექანიზმის სხვაგვარი ინტერპრეტირება ყოვლად მიუღებელია”, – განმარტავს კარასინი.

პირველი არხის კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი ხელი მოაწეროს შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანიასთან, ისევე როგორც საქართველო, ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ კარასინისგან ხელშეკრულების ხელმოწერის მზაობა მოისმინა, თუმცა მისთვის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ. ამას გარდა აბაშიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არამხოლოდ ხელმოწერა, არამედ თავად ამ შეთანხმებაზე რუსეთის პოზიცია ქმნის პრობლემას.

„რუსეთი აპირებს, როგორც მათ განაცხადეს, ხელი მოაწეროს კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან, მე ვერ გეტყვით როდის, თარიღი არ დასახელებულა, მაგრამ სერიოზულ კითხვებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული ინტერპრეტაციები ბადებს, რომლებსაც რუსეთის მხარე აკეთებს შინაარსთან დაკავშირებით. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა ამ პროექტის განხორციელებაში“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე, პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ 2011 მოაწერა ხელი.

ეს ერთადერთი დოკუმენტია, სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამ შეთანხმებით განსაზღვრულია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო დერეფნები, რომლებიც ნეიტრალურმა მონიტორებმა უნდა გააკონტროლონ.

საქართველოს მთავრობამ შვეიცარიულ კერძო კომპანიასთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გააფორმა და ამ დრომდე რუსეთის მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯს ელოდება.

 

banner
წინა სტატიაში„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან