ზურაბ აბაშიძე: საქართველო მზადაა განიხილოს ასეთი შესაძლებლობა კონვენციის ნორმების დაცვით

zurab abashidze

“საქართველო მზადაა განიხილოს ასეთი შესაძლებლობა კონვენციის ნორმების დაცვით”, – პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის მოთხოვნას ეხმაურება ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების შეშვების შესახებ. აბაშიძემ ამის შესახებ რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა.

აბაშიძე ამბობს, რომ რუსებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მრავალმხრივ ფორმატში ანუ კონვენციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით.

“სამწუხაროა, რომ რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან მწვავე განცხადებები გაკეთდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები დამოუკიდებლობის დღესასწაულს გვილოცავდნენ. ეს მათი არჩევანია, რუსეთის მხარე არანაირად არ უწევს ანგარიშს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობას და მხოლოდ თავის საგარეო ინტერესებს ემსახურება”, – ამბობს აბაშიძე.

რუსეთი ითხოვს, წვდომა ჰქონდეს ცენტრის ყველა შენობაზე, ლაბორატორიასა და დოკუმენტზე, რათა მისი მუშაობა “შეამოწმოს”. ეს ყველაფერი რუსეთს მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე უნდა, ანუ საერთაშორისო დელეგაციების გარეშე.

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

 

banner
წინა სტატიაშიიმ პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებს