ზურაბ აბაშიძე : “ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ, ვითანამშრომლებ ხელისუფლებასთან”

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს სტუმრობდა. როგორც გია ვოლსკის კაბინეტიდან გამოსულმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა ის ოპოზიციაში ყოფნას აღარ აპირებს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გეგმავს. ,,თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები ხვალ პარლამენტის ბიუროს ოთხაში სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავენ, სავარაუდოდ, ბრიფინგის თემა სწორე მათი მომავალი პოლიტიკური გეგმები იქნება.
„მე ვითანამშრომლებ ხელისუფლებასთან, არ ვითანამშრომლებ ნაციონალურ მოძრაობასთან. მომავალი გვიჩვენებს სად ვიქნებით, როგორ ვიქნებით და რას გავაკეთებთ. ერთ რამეს გეტყვით პირდაპირ, რომ ვიქნები საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში, ასე ვიყავი სულ. ოპოზიციაში ყოფნას მე აღარ ვაპირებ“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, როდესაც ის აცხადებდა , რომ „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა აღარ ღირდა, იმ დროს სხვა კონტექსტი იყო:

„მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ემოციურად დატვირთული დღეები გახლდათ, დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა ქვეყანაში. დღეს საჭიროა ქვეყნის განვითარება.“- აღნიშნა აბაშიძემ

აბაშიძის თქმით, ის პოზიციას არ იცვლის ე.წ „კაბელების“ საქმეზე დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით და მათ გასათავისუფლებლად ნებისმიერი პოზიციიდან იბრძოლებს.

banner
წინა სტატიაშილვოვის სასამართლო ხატია დეკანოიძისთვის სასჯელის დაკისრებას ითხოვს
შემდეგი სტატიაპრემიერმა კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა