ზურაბ აბაშიძე: ხაზი გაესვა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს, რადგან გამოძიება წინ არ იწევს

აბაშიძე: შევთანხმდით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გრეგორი კარასინთან შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე განიხილა. ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ამ საქმის გამოძიების პროცესი წინ არ მიდის და კარასინთან სწორედ ამას გაუსვა ხაზი.

„ის ვითარება, რომელიც შექნილია საოკუპაციო ხაზთან, ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და ამას კვლავ გაესვა ხაზი, ისევე, როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს, რადგან ამ გამოძიების პროცესი წინ არ იწევს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების საქმე, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს, მალე დაიხურება.
„როგორც წინა შეხვედრებზე, ახლაც ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ საკითებზე. კერძოდ, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში სასჯელს იხდიან. მე ვფიქრობ, რომ ამ თემას მალე დავხურავთ“, – აღნიშნა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა პრაღაში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი საქველმოქმედო გალა სადილზე ერთ მაგიდასთან
შემდეგი სტატიამე-4 მექანიზებულ ბრიგადას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა