ზურაბ აბაშიძე – ისეთ გზავნილებს ვიღებთ ლავროვისგან და პესკოვისგან, როგორც ჩანს, ფრენების აღდგენაზე რუსეთში ფიქრობენ და მუშაობენ კიდეც

region
ავტ.: region ოქტომბერი 4, 2019 17:48

ზურაბ აბაშიძე – ისეთ გზავნილებს ვიღებთ ლავროვისგან და პესკოვისგან, როგორც ჩანს, ფრენების აღდგენაზე რუსეთში ფიქრობენ და მუშაობენ კიდეც

სეთ გზავნილებს ვიღებთ ლავროვისგან და პესკოვისგან, ფრენების აღდგენაზე რუსეთში ფიქრობენ და მუშაობენ კიდეც, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ 26 სექტემბერს გაერო-ს შტაბბინაში საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ლავროვმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მიესალმებოდა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენას.

„ასეთი კომენტარი მან 27 სექტემბერსაც გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ასეთ მიდგომას. ანალოგიური კომენტარები გააკეთეს ჩვენი მთავრობის წევრებმაც. საქართველო დაინტერესებული ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ურთულესი პრობლემების მოგვარებით, დიალოგის გზით. უნდა მოხდეს ამ ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის დეესკალაცია. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ინტერესების სრული პატივისცემით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარული კონტაქტების გაღრმავებას, ტურიზმის გაფართოებას. ასეთია ჩვენი მიდგომა და ამ მიდგომას ცალსახად მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რაც ცალსახად გამოჩნდა ბოლოხანს.

ჩვენ ახლა ვერ გავუსწრებთ მოვლენებს. ვხედავთ, რომ იქ ამაზე ფიქრობენ, როგორც ჩანს, მუშაობენ კიდევაც. ასეთ გზავნილებს ვიღებთ ლავროვისგან, ახლა პესკოვისგან. ასე რომ, დაველოდებით შემდგომ ნაბიჯს. ის, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება ამის მიმართ, უკვე მოგახსენეთ. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას მივესალმებოდით​.

მიჭირს ამის კომენტირება, თუ რას გულისხმობენ საჭირო მომენტად – თუ დაიწყება ეს პროცესი, ალბათ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს სპეციალისტები, ექსპერტები ტრანსპორტის დარგში და განიხილონ ყველა ნიუანსი, ყველა დეტალი, იმისათვის რათა შემდგომ პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგას. ჩვენ ამას დაველოდებით“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე შესაძლოა, ჟენევაშიც ისაუბრონ.

„არ არის გამორიცხული, მომავალ კვირას ჟენევაშიც შეეხონ რაღაც ფორმით ამ საკითხს. იქ რუსეთის დელეგაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. გაიცნობენ ერთმანეთს ჩვენი დელეგაციისა და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელები. მათ იქ კომუნიკაცია ექნებათ და არ არის გამორიცხული, ამაზეც იყოს საუბარი.

ჩვენ ასევე ველოდებით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ გააგრძელებს მუშაობას ე.წ. პრაღის ფორმატში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა ამ დიალოგის გასაგრძელებლად და ახლა ველოდებით ინფორმაციას იმის თაობაზე, პერსონალურად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვინ იქნება პრაღაში წარმოდგენილი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 4, 2019 17:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics