ზურაბ აბაშიძე: ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში

ჩვენ პარტიულად აღარ ვსაქმიანობთ, ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში, ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ზურა აბაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ჩვენი მდგომარეობა არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. მინდა კარგად და ნათლად იყოს გასაგები ყველასთვის. ჩვენ აღარ ვართ „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის წევრები. აქედან გამომდინარე, აღარ ვსაქმიანობთ პარტიულად, ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. ესეც მინდა მკაფიო და ნათელი იყოს ყველასთვის. არანაირი შემოთავაზებები და მოლაპარაკებები არავისთან არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ზურა აბაშიძემ.

ზურა აბაშიძემ საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს ცუდი გამოცდილება აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხრივ.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხს. ჩვენს ქართულ სახელმწიფოს აქვს საკმაოდ ცუდი გამოცდილება საკონსტიტუციო უმრავლესობის, რომელიც ბოროტად იყო გამოყენებული ერთი პოლიტიკური ძალის და ერთი პიროვნების ხელში. ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად კონსტიტუცია შესაცვლელია ძალიან ბევრი მიმართულებით. ასე რომ, გამოვთქვამ იმედს, რომ კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში ეს საკითხი – თუ მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება, არ იქნება ბოროტად გამოყენებული, იქნება მიმართული ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესებისა“, – განაცხადა ზურა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ინციდენტის ირგვლივ არსებულ კითხვებს კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს