ზურაბ აბაშიძე : აღარ მაქვს პარტიული კუთვნილება და ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ

ზურაბ აბაშიძე მის მიერ არჩევნნებამდე გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს, სადაც იგი ხელისუფლების მისამართით გარკვეულ ბრალდებებს გამოთქვამდა. აბაშიძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პარტიიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი არჩევნებში დამარცხება იყო:

„პარტიის დატოვების მიზეზი იყო ის, რომ პარტია დამარცხდა არჩევნებში და ჩვენ ვთქვით, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ, გააგრძელონ პარტიული საქმიანობა, გზას ვულოცავთ. ჩვენ ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური ვალდებულებები აღარ გვაქვს, მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნება, აღარ მაქვს პარტიული კუთვნილება და ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ.

მე დღეს მაქვს მაქვს კომუნიკაცია და ვხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი გიუნტერ ბეხლერს შეხვდა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს დასცინა