ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქართულ ღვინოსა და “ბორჯომს” რუსულ ბაზარზე რაიმე ახალი სანქცია არ ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმოომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ქართულ ღვინოსა და “ბორჯომს” რაიმე ახალი სანქცია არ შეეხება.

როგორც ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2014 წლის 23 ივნისს ევროკავშირის სავჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების სანქციების შემოღების შესახებ, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.

„გასული წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ ერთი წლით, ანუ მიმდინარე წლის ივნისამდე. რამდენიმე დღის წინ ავტომატურ რეჟიმში ეს გადაწყვეტილება კვლავ გაგრძელდა და ძალაში რჩება, ასე რომ რაღაც ახალ გადაწყვეტილებასთან, ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც ყოველწიურად გრძელდება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება რუსეთის დუმის განცხადებას, რომლის მუხედვითაც სწორედ საპასუხო რეაქციისთვის შესაძლოა მათ მოითხოვონ ქართული ღვინისა და “ბორჯომის” აკრძალვა, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის, როგორც ჩანს ეს არის ერთ-ერთი კომიტეტის წევრების ინიციატივაა.

„შევიტყობთ რა გაგრძელება მოჰყვება ამას. არ მაქვს მოლოდინი, რომ მოხდება ემბარგის დაწესება ქართულ ღვინოსა და ბორჯომზე. აბაშიძე -კარასინის ფორმატში ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ ყოფილა საუბარი, შარშან იყო ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ამჟამად ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. მე ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 2014 წელს არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმში წარმოებულ პროდუქციას, ეს ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც. საქართველო რა თქმა უნდა ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში“მე არ ვითხოვ ჩემი დის ციხიდან გათავისუფლებას, პირიქით, მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც სამართლიანობა არსებობს”
შემდეგი სტატიააღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა