კულინარ ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე პროტესტის გამო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
23 იანვარს უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება“.















