ზურა კიწმარიშვილი: ეროსის ოჯახის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს

ეროსი კიწმარიშვილის ძმამ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა. ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ეროსის ოჯახის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

„რიდესაც რუსთავი 2-ის მფლობელობის პრეტენდენტები გამოჩდნენ, აუცილებელია, რომ ეროსი კიწმარიშვილზეც იყოს საუბარი, ის გახლდათ ამ ტელეკომპანიის ერთერთი მფლობელი.

ზურა კიწმარიშვილმა ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

“ადრე სხვა ვერსია მესმოდა, ახლა გავიგონე, რომ მან ვიღაცას მისცა თანხა, მან სხვას, შემდეგ ეროსისთან მივიდა. ამის შესახებ არაფერი ვიცი, თვალით არანაირი თანხა არ მინახავს, შესაძლებელია იყოს კიდეც ეს თანხა, თუმცა ეს თანხა გადახდილი რომ ყოფილიყო, ამას ჩემი ოჯახი იგრძნობდა.

“ეროსის ოჯახის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს, თუკი სასამართლო პროცესი მიუკერძოებლად წარიმართება, მისი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული,”-განაცხადა კიწმარიშვილმა.

ზურა კიწმარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ძმის გარდაცვალების საქმის გამოძიება ძალიან შეფერხდა, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამ ფაქტს რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავრჩეთ სამართლებრივ სივრცეში
შემდეგი სტატიადავით დვალი “რუსთავი 2”-ში პოლიციის დახმარებით შესვლას არ აპირებს