ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება იმას, თუ რატომ არ გამოცხადდა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

„ახლა „ პროკურატურა“ მიბარებს, წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო, მერე „სასამართლო“ დამიბარებს, პროკურატურაში რატომ არ მიხვედიო?“, -წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, კომისიაზე არგამოცხადების გამო, ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას 8 აპრილს მიმართა.

banner
წინა სტატიაში“მომისმენია, რომ ივანიშვილის მმართველობის საქართველოში ФСБ-ს მაღალი რანგის ოფიცრები მუდმივად იმყოფებიან”-ФСБ-ს ყოფილი პოლკოვნიკი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შეთავაზებები PLUS ბარათის მომხმარებლებს