ზურა ჯაფარიძე : შმაქსისტებზე“ ნადირობა დაიწყეს, საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან

ჩვეულებრივი საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან, შურისძიებითაა დაკავებული მთელი პოლიცია, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე შსს-სთან გამართულ საპროტესო აქციას, რომელზეც „შმაქსისტებმა“ პატრულის მიერ მათი დაჯარიმება გააპროტესტეს.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის საკრებულომ შეიტანა ცვლილება დადგენილებაში, სადაც წერია, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ტაქსის აბრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. ნორმატიული აქტის გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე დაიწყეს ნადირობა „შმაქსისტებზე“ და დააჯარიმეს რანდენიმე ათეული ადამიანი, 200ლარის ოდენობით. ჩვეულებრივი საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან, შურისძიებითაა დაკავებული მთელი პოლიცია. ჩვენ ვითხოვთ ამ ჯარიმების გაუქმებას, ასევე ვითხოვთ ვადას იანვრის ბოლომდე, რომ შევძლოთ ახალი აბრების დამზადება“, – განაცხადა აქციაზე ზურა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია : გაზის ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით