ზურა ჯაფარიძე სააკაშვილზე – არაერთხელ გვაქვს განცხადებები მოსმენილი – „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?

არაერთხელ გვაქვს ეს განცხადებები მოსმენილი – „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მას სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერში სჭირდება.

„მე ეს არაფერში მჭირდება, თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. არაერთხელ გვაქვს ეს განცხადებები მოსმენილი – „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მსმენელის კითხვას უპასუხა: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ უბრალოდ სიცოცხლე არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი“.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: გამორიცხულია, ქვეყნის ასეთი კრიზისიდან გამოყვანა შეძლოს ხელისუფლებამ, რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არალეგიტიმურია
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა