ზურა ჯაფარიძე: სააკაშვილს სიკვდილისთვის წირავენ

“არსებობს ექიმების საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დასჭირდეს სპეციფიური ტიპის სამედიცინო დახმარება და ამისთვის საჭიროა სპეციალური სადიაგნოსტიკო აპარატი ერთის მხრივ და მეორე მხრივ, სპეციალური კვალიფიკაციის ექიმები.

ამის შემდეგ სახალხო დამცველი წავიდა ციხის საავადმყოფოში, შეამოწმა, დაბრუნდა და თქვა, რომ ამ კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი იქ არ არისო, ისევე როგორც არ არისო ის აპარატი, რომელიც შეიძლება დასჭირდეს მას. რაც ნიშნავს იმას, რომ სიკვდილისთვის წირავენ, მაგ რისკს აყენებენ. ახსნა, მოტივი რა შეიძლება იყოს ამისი, პოლიტიკური შურისძიების გარდა, ჩემთვის არ არსებობს. საუბარია, ქვეყნის პრეზიდენტის სიცოცხლეზე. ნორმალურები არ არიან, შეუძლებელია, მათ საქციელს სერიოზული კომენტარი გაუკეთო.” – ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიმესამე პრეზიდენტის მოწოდება: გათავისუფლების ერთადერთი შანსი 30 ოქტომბრის არჩევნებია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო