9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ზურა ჯაფარიძე: ოპოზიციის ალიანსი “ქართულ ოცნებას” აფრთხობს

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ “ოცნების” განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესაძლო კორექტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციური ალიანსის გაფრთხილებას ემსახურება. მისი თქმით, ეს გზავნილია სხვა პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომ ალიანსთან დაკავშირების შემთხვევაში მათაც შესაძლოა აკრძალვის საფრთხე დაემუქროთ.

“ზოგადად, ძალების გაერთიანება აშინებთ და ამ შემთხვევაში ალიანსი, როგორც ჩანს, აფრთხობთ მათ და მეორე, გზავნილი გაუშვეს, რომ თუ ალიანს კიდევ ვინმე გაეკარება, რომ მათაც დაემუქრებათ საფრთხე აკრძალვის, რო არავინ აღარ გაეკაროს ამ ალიანსს და კიდევ უფრო გსმხვილება არ მოხდეს იმ ძალების, როლებიც რეჟიმთან არის დაკავშირებული. სხვა ახსნა ნამდვილად არ არსებობს”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ოპოზიციის გაერთიანების ფონზე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ოცნებამ” შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გადაამუშაოს და მასში დამატებით ის პოლიტიკური პარტიებიც შეიყვანოს.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი – 10-12 მარტის ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა