ზურა ჯაფარიძე-დღევანდელ ღონისძიებაზე მარიხუანა არ გაიყიდება

„გირჩის“ ოფისის ეზოში „ფლი მარკეტი“ მიმდინარეობს. სხვადასხა ტიპის კომპანიების მიერ წარმოდგენილია ისეთი ტიპის სავაჭრო პროდუქცია,როგორიც არის მარიხუანას არომატის მქონე ჭაჭა, კონტრაცეპტივები, მაისურები, ჩანთები და ა.შ.

„გირჩის” წარმომადგენლების თქმით, გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა „გირჩის“ წინასაარჩევნო და სხვა სახის ხარჯების დაფარვას მოხმარდება.

როგორც „გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, დღევანდელ ღონისძიებაზე მარიხუანა არ გაიყიდება.

„დღევანდელი ღონისძიება არ მგონია საარჩევნო აგიტაციად ჩაითვალოს, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, ასეც ჩათვალოს. ჩვენი მხრიდან მსგავსი, უშინაარსო რეგულაციების დარღვევა არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს.ზოგადად, ღონისძიება არის „თავისუფალი მარკეტი”. აქ არიან კომპანიები, რომლებმაც მოიტანეს სხვადასხვა სახის პროდუქცია. შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ იყიდება პრეზერვატივები, რომელსაც მე ვახატივარ. იყიდება სხვადასხვა ტიპის პროდუქცია, რომელიც დაკავშირებულია კანაფთან, ასევე არაყი, რომელიც არომატიზირებულია კანაფით. ამ ღონისძიების აზრი არის ის, რომ პოპულარიზაცია მოხდეს სხვადასხვა ბრენდების და შემოწირულობები გაკეთდეს „გირჩისთვის” იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ დაგვჭირდა ფული”, -განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი სარაგბო კომპლექსი გადასცა
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიხსნა