ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ანჩისხატთან დაკავშირებული დისკუსია “წინასაარჩევნო გარიგების” ნაწილია

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ანჩისხატთან დაკავშირებული დისკუსია “წინასაარჩევნო გარიგების” ნაწილია.

“თორემ ხატი ეკლესიისაა, ყოველთვის ეკლესიის იყო და აქამდეც უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოს

‘აუ, ძალიან ძვირფასი ხატია და სახელმწიფო უფრო კარგად მოუვლის’ – საშიში ლოგიკაა, ამ ლოგიკით ყველას შეგიძლია ყველაფერი წაართვა თუ კარგად მოინდომებ, და მოუნდომებიათ და წაურთმევიათ წარსულში არაერთხელ. გასაგებია რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, მაგრამ მაინც”, – აღნიშნავს ფეისბუქზე ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი, 85 კვალიფიციური ბიზნესპროექტის განაცხადი
შემდეგი სტატიამცხეთაში, კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ