ზურა დოიჯაშვილს საქართველოში ჩამოსვენების თარიღი ცნობილია

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, ზურა დოიჯაშვილს 25 თებერვალს დაკრძალავენ.

როგორც დავით ოქიტაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, 22 თებერვალს ჩამოასვენებენ. მისივე ინფორმაციით, პანაშვიდები ანჩისხატის ეკლესიაში იქნება.

შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ მელიას