ყოფილი სპორტსმენი, ზურა დათუნაშვილი პოლიტიკაში ჩართვას აანონსებს – ის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ პარტია “ახალის” გუნდს უერთდება.
დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიზეზს ასახელებს.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად” – ამბობს ზურა დათუნაშვილი.