ზურა ბატიაშვილი:ფაქტიურად დიპლომატიური სკანდალია

“ფაქტიურად დიპლომატიური სკანდალია – საქართველოში ჩამოსვლამდე პომპეო თურქეთში ჩადის, მაგრამ ვერ ხერხდება მისი შეხვედრა ვერც პრეზიდენტ ერდოღანთან და ვერც თურქ კოლეგა ჩავუშოღლუსთან.
სამაგიეროდ, პომპეო სტამბოლში ხვდება მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოს I-ს, ასევე კათოლიკე ეპისკოპოსს და როგორც წინასწარ განცახდებაშია ნათქვამი, ისინი აპირებენ ისაუბრონ “რელიგიური თავისუფლებების საკითხზე”. ცხადია, რომ ამ განცხადებასაც მკვეთრი უარყოფითი რეაქცია მოყვა ანკარისგან.
გასაგებია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მალე შეიცვლება, მაგრამ ასეთი დონის სკანდალი, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური პირები არ ხვდებოდნენ, მე პირადად არ მახსენდება.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად რთული და დაძაბულია თურქულ-ამერიკული ურთიერთობები.
ცალკე თემაა, რომ ბაიდენსაც მკაფიოდ ანტითურქული პოზიცია უკავია და ბევრი რამ შეიცვლება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში მისი გაპრეზიდენტების შემდეგ.
იქნებ ამ სიტუაციაში მაინც შევიძინოთ რამე ხელმოსაჭიდი ფუნქცია და უსაფრთხოება (ნატოში გაწევრიანება თუ არა, ამერიკული ბაზა მაინც) რეგიონში, თორემ ყარაბაღის მეორე ომმაც გვიჩვენა, რომ რუსეთი აქ ბოლომდე აპირებს გაბატონებას.
ამ მიმართულებით კი საჭიროა როგორც აშშ-ს ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების, ისე მთლიანად ქართული საზოგადოების აქტიურობა”,-წერს პოლიტოლოგი და ისტორიკოსი,ზურა ბატიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: არ მგონია, პასუხისმგებლიანი საქციელი იყოს, რომ მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დახვდე აქციით
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ოპოზიციაზე: დავარდებიან ძირს და გორაობენ, ოქროს თევზი უნდათ