ზუკა ბერძენიშვილი გახელაძის სასჯელზე

ზაზა გახელაძის 12 წლიანი პატიმრობის განაჩენს, სირცხვილიას აქტივისტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აპროტესტებენ და პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმთან ერთად საქარათველოს ხელისუფლებასაც აკისრებენ.

“რასაც არ უნდა აკეთებდეს ოფიციალური თბილისი, სინამდვილეში მოსკოვის თბილისის ფილიალი, როცა ადამიანს ჩვენსავე კონტროლირებად ტერეტორიაზე სოკოს კრეფისას, რომ დაჭრიან, გაიტაცებენ, რაღაცეებს დააბრალებენ, რუსი სამხედროებიც იძახიან, რომ არ უსვრიათ ჩვენი მიმართულებით რა სისულელეაო, აი ამ დროს გიორგი ვოლსკი, არ უნდა გამოეთრეს და არ უნდა გვითხრას, რას ვიზამთ ესაა ოკუპაცია ხან დაგჭრიან და ხან დაგიჭერენო, სახალხო დამცველმა გახელაძის საქმეზე მიიღო ეს პასუხი.

12 წლით რომ უნდა იჯდეს ადამიანი ციხეში, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რა საფრთხის ქვეშ იქნება ყოველწუთიერად. შეშფოთებას რომ გამოთქვამენ და ამბობენ, ომი რომ არ გაქვთ არ ხართ კმაყოფილებიო, ჯერ ერთი ცოტა მეტიც გვინდა, მაგრამ არ გვაქვს ომი? ამდენი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი მოგვტაცეს, რამდენი მოკვდა, რამდენი მიწა წაგვართვეს, როგორ არ გვაქვს ომი, უბრალოდ ნელი ომია, რომელიც ივანიშვილის ქონებას არ უქმნის საფრთხეს,”– ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე – რუსეთმა გავრცელებულ რელიზში დამალა ფაქტი, რომ ბლინკენმა ლავროვს საქართველოს საკითხი შეახსენა
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე: მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში არ მივიღოთ სასტუმრო