ზუგდიდში ვლაქერნობა ანუ ღვთისმშობლის კვართის სახალხო დღესასწაული აღინიშნება

დღეს დილით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი გამოაბრძანეს.ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ზუდგიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჩაატარა. წირვას საქართველოს პრემიერი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს. ამ წუთებში ტაძარში საზეიმო წირვას მეუფე გერასიმე სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

კვართი ტაძარში დღის ბოლომდე დარჩება და ნებისმიერ მომლოცველს შეეძლება სიწმინდის მოლოცვა.

როგორც მეუფე გერასიმემ აღნიშნა, დღეს არის უდიდესი დღესასწაული მართლმადიდებელ სამყაროსი, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან ეს სიწმინდე საქართველოშია.

ცნობისთვის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება და ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვიაა.

გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს — ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.

ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში.

ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები მიხედვით, სიწმინდის საქართველოში შემოსვლის სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათ შორისაა კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვდა. როცა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. ნიკოლოზი სამეგრელოში ჩამოვიდა და 1632-1657 წლებში ხობის მონასტერში მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და ძალ-ღონეგამოცლილი საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სრულიად დამაჯერებელია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში მოებრძანებინა.

13698254_1757734061178260_3840615306736265238_o

13672169_1757737834511216_1046280521_n

13725096_1757734034511596_5066195636848961109_o

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში მომხდარ ტერაქტს რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ეხმაურება