ზუგდიდში “ვიტოს” ტიპის სამარშრუტო “მერსედესი” სამ მოზარდს დაეჯახა

თამარ მეფის ქუჩაზე, 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან, “ვიტოს” ტიპის სამარშრუტო “მერსედესი” სამ მოზარდს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ. ერთი ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევას მსუბუქად გადაურჩა, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი. ერთი მათგანის, მერვეკლასელი ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, წინასწარი ინფორმაციით, მან დაზიანება სახის არეში მიიღო და თვალები დაუზიანდა. ამ წუთებში თამარ მეფის გამზირზე შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე მუშაობს კრიმინალისტური სამსახური.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიუილსონი: პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა
შემდეგი სტატიარუსეთის დელეგაციის შემადგენლობის ფარგლებში იგორ კოსტიუკოვი 15 მაისს სტამბოლს ეწვევა -მის სახელს უკავშირდება ყირიმის ანექსიის დაგეგმვა და დონბასში 2014 წლის ომის ესკალაცია