ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპულ 15 წლის მოზარდს გლოვობენ

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, სადაც 15 წლის მოზარდმა ლილიანა ჯიჭონაიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დეტალების გავრცელებისგან “თაიმერი” თავს იკავებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ დაღუპულის თანატოლებში გავრცელებული ვერსიით, ლილიანი ერთ-ერთი სასტიკი ონლაინ-თამაშის გავლენის ქვეში იყო მოქცეული, რომლის მეშვეობითაც მონაწილეებს სხვადასხვა სახის დავალებებს აძლევენ და მათ შორის თვითდაზიანების მიყენებაც შედის.

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა, სადაც სწავლობდა გარდაცვლილი მოზარდი, განცხადებას აქვეყნებს:

“ამ უმძიმეს ჟამს სიტყვები უძლურია იმ უზარმაზარი ტკივილისა და მწუხარების გადმოსაცემად, რასაც განვიცდით მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება. ლილია, ჩვენი ლამაზი, ცისფერთვალება გოგო დიდი და უსაზღვრო ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის, რაც ამოუვსებელ ჭრილობას ტოვებს ჩვენს გულებში. ვგლოვობთ იმედების, ოცნებებისა და მომავლის ნაწილს. ამ მძიმე წუთებში ერთიანობა და ურთიერთთანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდება. ვუსამძიმრებთ ლილიანას ოჯახს, ახლობლებს, სკოლას. ლილიანა! შენი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. მშვიდად განისვენე მარადისობაში!”, – წერია სკოლის განცხადებაში.

15 წლის გოგო ზუგდიდში, ბათუმის ქუჩაზე ცხოვრობდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ბუდიონოვსკში ქიმიურ საწარმოს დაარტყეს
შემდეგი სტატიათურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს