ზუგდიდში ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყო

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა ზუგდიდში ლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან დაიწყო.

ალილოს მონაწილეებმა მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცეს.

მსვლელობაში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებიც შეუერთდნენ და სოციალურად დაუცველ პატარებს საჩუქრები გადასცეს.

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაში„უგულავა იქნება თუ არა პოლიტიკური კონკურენტი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი“ – დავით სერგეენკო
შემდეგი სტატიაქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს